пятница, 4 июня 2010 г.
ალგეთელები ძალიან კარგად და სტუმართმოყვარეობით დაგვიხვდნენ, შემოგვეგებნენ საქართველოს ნაციონალური ჰიმნით, რომლის დასრულების შემდეგ მათი ჰიმნი აჟღერდა. სტუმართმოყვარეობის დასამტკიცებლლად მათ პური და მარილი მოგვართვეს. ღონისძიების დამთავრების შემდეგ ალგეთელი ბავშვები და მასწავლებლები სკოლის შიგნით შეგვიძღვნენ, სადაც სპეციალურად ჩვენთვის გაემზადებინათ სადილი.
სადილზე თავს იწონებდნენ გემრიელი და ლამაზად გაფორმებული კერძები. იქ სადაც ქალები და ბავშვები ვისხედით, მათი ტრადიციის მიხედვით სასმელი არ იდგა, მამაკაცების სუფრას კი არაყი და ღვინო ამშვენებდა. მეგობრობის ნიშნად მათი დიდი ტორტი დაგვახვედრეს წარწერით "ალგეთი–გორი" რომელიც მოგვიანებით საზეიმოდ გაჭრა ორივე სკოლის დირექტორმა. სუფრაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა მადლობის და მადლიერების სადღეგრძელოები სადილობის შემდეგ ქართველი და ალგეთელი ბავშვები ერეთად ვიყავით და თანამედროვე მუსიკის ჰანგებს ვუსმენდით იყო ბევრი ცეკვა, სიმღერა და რაც ყველაზე მთავარია იყო ბევრი მეგობრობა! განშორება არცერთ მხარეს არ გვინდოდა, ბავშვებმა ერთმანეთის საკონთაქტო ტელეფონის ნომრები ჩავიწერეთ და თვალცრემლიანები ერთმანეთს დავშორდით. არ დაგვავიწყდება მათი ქართულის პედაგოგის ანა ბაბლუანის ცრემლიანი სიტყვები "ალგეთის მიიწაზე რამდენი წელია ამდენინი ქართველის ფეხი არ დადგმულა" ეს ჩვენ კიდევ უფრო გვიმძაფრებს სურვილს, რათა ჩვენთან ურთიერთობაში მათ უკეთ ისწავლონ ქართული.
ტექსტზე მუშაობდნენ : ბექა ბალიაური
აპოლონ ლოცულაშვილი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
გამარჯობათ, გწერთ თქვენი ალგეთელი მეგობრები, ძალიან გვესიამოვნა და გაგვიხარდა ბლოგების ნახვა.დიდი მადლობა ამდენი თბილი სიტყვისთვის, ასეთი დიდი სიყვარულისთვის.მოკითხვა ყველას. არ დაგვივიწყოთ. კიდევ ჩამოდით ჩვენთან.ძალიან გვიყვარხართ.
ОтветитьУдалитьდილგამ გასუმოვი, ლეილა მირზოევი.